მაჭარაშვილი – ვენეციის კომისიაზე: ქართულ საზოგადოებას მოუწოდა, დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება და ბავშვებში შევიდეს ლგბტ პროპაგანდა

“ქართულ საზოგადოებას მოუწოდა, დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება და მეორე, ბავშვებში შევიდეს ლგბტ პროპაგანდა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ვენეციის კომისიის მოწოდებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტი უნდა გაიწვიოს.

“ვენეციის კომისიის ამ დასკვნაში იკითხება, რომ მონაწილეობა მიიღონ ბავშვებმა ლგბტ პროპაგანდაში და გახდნენ ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლნი.

უკაცრავად, მაგრამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ქალის და კაცის ოჯახი გავაიგივოთ კაცის და კაცის ოჯახთან, ვერ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხისთვის შეუფასებელი”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები