“როცა გადავრჩებით, ყველა მიხვდება, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით და ყველას მოუნდება ჩვენთან ღრმა თანამშრომლობა” – ბექა დავითულიანი

“გუშინ მეკითხებოდით ანრი ოხანაშვილის დასანქცირებაზე და გპასუხობდით, რომ სრული სისულელეა, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს და თქვენ ასეთი ინფორმაცია საიდან გაქვთ, როცა თვითონ ანრის არ აქვს. ახლა მეკითხებით დიტო სამხარაძეზე, ხვალ მკითხავთ ჩემს თავზე და ზეგ კიდევ სხვაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ისაუბრა.

დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ ეს თემა დღის წესრიგში არ დადგება.

“ქართულ ოცნებას” აქვს დღეს, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გადარჩენის პოლიტიკა და როცა გადავრჩებით, ყველა მიხვდება, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით და ყველას მოუნდება ჩვენთან ღრმა თანამშრომლობა”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები