კირცხალია – ოპოზიციაზე: არ უჭერენ მხარს იმას, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი

„ეს თემა დღეს გავა განხილვაზე. აუცილებლად იქნება კენჭისყრა და საშემოდგომო სესიაზე ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ შემუშავებულ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.

“რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას – ისინი ეფექტურად იყენებენ ბოიკოტის თემას, რომ როგორმე არ ჩაერთონ ამ თემის განხილვაში იმიტომ, რომ, რეალურად, არ უჭერენ მხარს იმას, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები