ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მა 23 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია განაახლა.

როგორც განახლებულ სტატიაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას მნიშვნელოვანი საჯარო წინააღმდეგობა მოჰყვა, საქართველომ უარყო, რომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა.
“საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პირთა განცხადებით, ეს ინიციატივა, რომელიც პირველად გამოქვეყნდა Foreign Policy-ში, ქართულმა მხარემ სექტემბრის დასაწყისში, თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელწიფო მდივან ჩაკ ჰეიგელს შესთავაზა. პენტაგონი განიხილავდა შეთავაზებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ის გასაჯაროვდა და პატარა კავკასიური ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განგაში გამოიწვია, ქართველმა ოფიციალურმა პირებმა შეთავაზება უარყვეს”, – ნათქვამია განახლებულ სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ Foreign Policy-მა 23 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აშშ-ის სირიელი მბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა. აღნიშნული სტატიის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ მალევე განცხადება გაავრცელა და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები