“მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ობიექტური მოცემულობების გათვალისწინებით გააკეთონ დასკვნები” – ბოჭორიშვილი
“მნიშვნელოვანი არის ის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ობიექტური მოცემულობების გათვალისწინებით, გააკეთონ დასკვნები და იმსჯელონ საქართველოსთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის კითხვის ნიშნები საქართველოს კურსთან დაკავშირებით, რაც აბსურდულია და აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამ ჭრილში საქართველოზე რაიმე დასკვნების გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება.
ძალიან კარგად გვახსოვს, ამას საფუძვლად რა დაედო – კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეა მიღებული და რომელსაც მიეწება “რუსული კანონის” სახელი, რასაც, საბოლოოდ, არანაირი განმარტება არ ჰქონია.
თუმცა, შეიქმნა საფუძველი, რომ ყოფილიყო შემდგომი განხილვები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.