“როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი კი – ეროვნული” – მაჭარაშვილი

“როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი კი – ეროვნული”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

“ლგბტ პროპაგანდა რომ მსოფლიო გამოწვევაა, ამაზე რომის პაპიც ალაპარაკდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც გამიჯნა კაცი და ქალი.

მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიცია ამ პრობლემას “გამოგონილსა” და “მითს” უწოდებს. ჯერ ერთი, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ლგბტ პროპაგანდა რატომ არის თქვენთვის მითი, თქვენი პატრონებისთვის კი რეალობა.

შეკითხვა ოპოზიციას – თუ ეს საკითხი მითია და პრობლემა არ არსებობს, ეს საკითხი ხომ ვერაფერს ვერ დაარეგულირებს? მაშინ რატომ შფოთავენ ასე”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები