ლევან იოსელიანი:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
“განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. დღემდე არ დამტკიცებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის  სტანდარტები. პრობლემურია სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. არსებულ გამოწვევებს შორის რჩება შშმ პირთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება,”- განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები