აჭარაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი შტაბის სხდომა გაიმართა

აჭარაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, პრემიერის დავალებით შექმნილი შტაბის შეხვედრა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგანგებო შტაბის სხდომაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა, ბათუმის მერმა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა დეტალური ანგარიში წარადგინეს სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
უხვი ნალექის გამო, აჭარაში 5-ბალიანი შტორმი, მეწყრული მოვლენები და წყალდიდობა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები