„მიმდინარე კვირაში განვიხილავთ და პირველი მოსმენით მივიღებთ“ – მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების პაკეტზე

ამ პაკეტს მიმდინარე კვირაში განვიხილავთ და პირველი მოსმენით მივიღებთ, საშემოდგომო სესიაზე კი მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების ამ პაკეტს მიმდინარე კვირაში განვიხილავთ, პირველი მოსმენით მივიღებთ და საშემოდგომო სესიაზე მივიღებთ მეორე და მესამე მოსმენით. ასევე შემოვიტანთ განსახილველად საკონსტიტუციო ცვლილებებს, სამწუხაროდ, მას ვერ მივიღებთ, თუმცა, შეიძლება, ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა და კიდევ ერთხელ ვნახოთ, ვინ უჭერს მხარს მხარს და ვინ არა. თუ სარეიტინგო კენჭისყრა აჩვენებს, რომ შესაძლებელია, გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები ამ მიმართულებით, ძალიან კარგი. თუ არა და ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით შემდეგი პარლამენტის შემადგენლობას, რომ ეს წესები, რომლებიც საზოგადოებას უკვე მოვუყევით, განვამტკიცოთ კონსტიტუციითაც“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები