„როცა საქართველოს პრემიერს 200 ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვს, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“

 როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს 200 ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვს, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-სი ვიზიტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. როგორც ნიკა ჩიტაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, გაეროს გენერალური მდივნის სახელით გამართულ ოფიციალურ საუზმეზე დელეგაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილს მიცა საშუალება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან მოესმინა რეკომენდაციები და ასევე, გასაუბრებოდა ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.
„როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს 200 ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვს, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეხვედრები იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომელთანაც საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთოებები აკავშირებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით.
როგორც ვიცით, გაეროს ასამბლეის ფარგლებში შედგა პირისპირ შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ასევე ლატვიის პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ამით ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. თუმცა, ალბათ, აუცილებელია, მოისმინოს მათი რეკომენდაციები, შენიშვნები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებას აძლევენ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები და რომელთაც სურთ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ჯასაღი კრიტიკა უნდა იყოის მისაღები, თუ გვინდა დემოკრატიის დამკვირდება“, – აღნიშნა ჩიტაძემ. გარდა ამისა, ექსპერტი დადებითად აფასებს ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერს შესაძლებლობა მიეცა ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამა გასაუბრდებოდა, რა დროსაც მათ ინფორმაციის გაცვლის საშუელბა მიეცათ.
„ძალიან კარგი, რომ საქართველოს პრემიერს მიეცა საშუალება, გასაუბრებოდა აშშ-ის პრეზიდენტს. არ არის გამორციხული, ესაუბრათ საქართველოს კოალიციასთან მიერთებაზე, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოა გაერთიანებული. ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები