მაკა ბოჭორიშვილი: ვიმედოვნებ, მინისტერიალზე არ გაიმეორებენ შეცდომას, რომელიც 2022 წლის ივნისში მოხდა და საქართველოს არ დაჩაგრავენ

იმედი მაქვს, ლუქსემბურგში, მინისტერიალზე სწორად იქნება შეფასებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გაიმეორებენ იმ შეცდომას, რომელიც ერთხელ უკვე მოხდა 2022 წლის ივნისში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს დებატებს ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, მათ შორის საქართველოს საკითხს. იმედი მაქვს, სწორად იქნება შეფასებული საქართველოში, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გაიმეორებენ შეცდომას, რომელიც ერთხელ უკვე მოხდა 2022 წლის ივნისში და საქართველოს არ დაჩაგრავენ. ვნახოთ, როგორი იქნება განხილვა. წინასწარ შეფასებების გაკეთება რთულია, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით საკითხები ბევრად საღად იქნება განხილული, ვიდრე აქამდე, როცა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გვესმოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით.ოპოზიციას აქვს მრავალწლიანი ოცნება, როგორმე ქვეყანა და ამ ქვეყნის მოქალაქეები დასანქცირებული იხილოს. წლებია, ძალისხმევას არ იშურებენ კულუარებში მუშაობისთვის – ევროკავშირი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები, რათა საქართველო ან საქართველოს მოქალაქეები დასანქცირდნენ. ვერ გეტყვით, ამ ქვეყნის მიმართ ამხელა სიძულვილი რატომ ამოძრავებთ. ყველაფერს იყენებენ მიზნის მისაღწევად, ამ შემთხვევაში საქართველოს საჭიროებებიდან გამომდინარე მიღებულ კანონს იყენებენ, რათა საქართველო იყოს კრიტიკის ქარცეცხლში და საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციებს მიაღწიონ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები