“ჯერ არ გადამიმოწმებია, ამერიკაში რომ ჩავალ, გეტყვით, სანქციების ქვეშ მოვხვდი თუ არა” – ირაკლი ზარქუა

“ჯერ არ გადამიმოწმებია, ამერიკაში რომ ჩავალ, გეტყვით, სანქციების ქვეშ მოვხვდი თუ არა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

“პირდაპირ გეტყვით, ევროკავშირიც მუშაობს იმ მესიჯბოქსებით, რომლითაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მოქმედებენ. სავარაუდოდ, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. ოღონდ რის გამო, ერთი არგუმენტი მაინც გვითხრან. ღიად, საჯარო დისკუსიებისთვისაც მზად ვართ, უბრალოდ აგვიხსნან რის გამო. ამ კანონზე გაცილებით უფრო მკაცრი თვითონ მიიღეს და ახლაც ამზადებენ. ამის გამო გვსჯიან?! ჩვენ მზად ვართ. თუ მე უნდა დავსანქცირდე ამის გამო, დაე დავსანქცირდე. ადრე თუ გვიან, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც და ის რაც ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ხდება, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები