დავით ქართველიშვილი ბექა ლილუაშვილის განცხადებაზე: ვინც დღეს უკრაინის ან მოლდოვას “გააზრებულ” პოლიტიკას მისტირის ან შეგნებული იდიოტია ან მოსყიდული დეგენერატი

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი პარტია “საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, “ოცნებამ” გაუაზრებელი პოლიტიკით ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა.

ქართველიშვილის თქმით, ვინც დღეს უკრაინის ან მოლდოვას “გააზრებულ” პოლიტიკას მისტირის ან შეგნებული იდიოტია ან მოსყიდული დეგენერატი. მანვე აღნიშნა, რომ მსგავს სისულელეს თითქოს არც არაფერი უნდა უპასუხო, მაგრამ პოლიტიკური “კუნსტკამერის” საცავებში შესატანი ბოდვაა.
„რუსული კანონის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ქვეყნის შემცირებული საერთაშორისო რეიტინგი” – ამ თემაზე პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება ბექა ლილაშვილმა გააკეთა. პარტია “საქართველოსთვის” წევრი აცხადებს, რომ “ოცნებამ” გაუაზრებელი პოლიტიკით ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა.
ვინც დღეს უკრაინის ან მოლდოვას “გააზრებულ” პოლიტიკას მისტირის ან შეგნებული იდიოტია ან მოსყიდული დეგენერატი. მსგავს სისულელეს თითქოს არც არაფერი უნდა უპასუხო, მაგრამ პოლიტიკური “კუნსტკამერის” საცავებში შესატანი ბოდვაა. დღესვე გავუშვებდი ბახმუტში “საპატიო კონსულად”, ოღონდ სამშობლოში დაბრუნების ვადად უკრაინის NATO-ში მიღების თარიღს დავუწესებდი…”, – წერს ქართველიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები