ალექსი პეტრიაშვილმა ფილიპ დიმიტროვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩ ფილიპ დიმიტროვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მინისტრმა ფილიპ დიმიტროვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები