ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი – საქართველოში ნალექია მოსალოდნელი

აჭარაში, გურიაში და სამეგრელოში შენარჩუნდება წვიმა – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე თქმით, 28 სექტემბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. „დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება წვიმა, მათ შორის აჭარაში, გურიაში და სამეგრელოში. ღამით უკვე ნალექების ინტენსივობა კლებულობს და უმეტეს რაიონში თითქმის შეწყდება. სანაპირო რაიონებში დღისით უნალექო ამინდს და ტემპერატურის მომატებას ვვარაუდობთ. 26, 27 სექტემბერი უმეტესად უნალექოდ ჩაითვლება, 28 სექტემბრის დღის პირველი ნახევრიდან კვლავ არამდგრადი ამინდები იწყება“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები