მიქანაძე – დავით საყვარელიძეზე: სააკაშვილი მას მოსწონს თუ არა, ის არის პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის
„სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ჰყავს მხედველობაში”, – ასე ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ქართველი ხალხი „ქართველი ზელენსკის” მოლოდინშია.
„მიხეილ სააკაშვილი მას მოსწონს თუ არ მოსწონს, ის არის პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის.
ასეთი ადამიანის ზელენსკის ფორმატში წარმოჩენა, ალბათ, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ღიმილის მომგვრელია – ის არის ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის და რომლის მიმართაც რამდენიმე მიმდინარე საქმეა სასამართლოში”, – აღნიშნა მიქანაძემ.