ხვიჩია – ვაშაძეს: მე ასეთ დროს ბოდიშს ვიხდი

„შეიძლება, სხვა რამე გამოიყენო, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობით ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, გიორგი ვაშაძის განცხადება, როდესაც მან ირაკლი კობახიძეს “აუტისტი” უწოდა, პოლიტიკური შეცდომა იყო.

“გიორგი ვაშაძის მხრიდან ეს იყო პოლიტიკური შეცდომა. სხვადასხვა ადამიანი შეცდომას სხვადასხვანაირად აღიარებს, მაგრამ მე ასეთ დროს ბოდიშს ვიხდი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები