უკრაინის ოთხ ოლქში, რუსების თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა

უკრაინის ოთხ ოლქში, რუსების თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოში“ აცხადებენ, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანებულია ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და კიევის ოლქებში.

ამასთან, უკრაინის ენერგოკომპანია DTEK-ის ცნობით, რუსული ძალები წუხელ თავს დაესხნენ თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც სამი ენერგეტიკოსი დაშავდა.

„კიდევ ერთი რთული ღამე უკრაინის ენერგოსექტორისთვის. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს DTEK-ის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურს. ჩვენი სამი კოლეგა დაჭრილია. ექიმები ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ. ამასთან, სერიოზულად დაზიანდა სადგურის ტექნიკა“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები