წუხელ ბათუმში 6 – ბალიანი შტორმი იყო

წუხელ ბათუმში 6 – ბალიანი შტორმი იყო. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ღამის 03:00 საათამდე ფიქსირდებოდა 6 ბალამდე შტორმი, შემდეგ კი დაიკლო.
“როგორც კი შტორმი ჩადგება, მერიის სამსახურები ბათუმის სანაპიროებზე ამოყრილი ნატანის გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებენ”, – აღნიშნა მამუკა თურმანძემ.
ბათუმში გუშინდელი წვიმის შედეგად ე. წ ჭაობის დასახლებაში სახლების პირველი სართულები დატბორა. სამაშველო სამსახურები წვიმის გადაღების შემდეგ ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებდნენ. ხელვაჩაურში, შუახევსა და ქობულეთში კი მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ადიდდა მდინარეები, სახლებს საძირკველი დაუზიანა და რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. აჭარის რეგიონში ამ დროისთვის აღარ წვიმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები