საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში შეხვედრებს განაგრძობს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან შეხვედრას განაგრძობს. მინისტრმა შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული ემირატების, ბუტანის, ურუგვაის, მოზამბიკის, ეთიოპიის, იამაიკის, ნიგერიის, ჰაიტის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე, ძირითადად, საუბარი შეეხო აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის საკითხებსა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის ეკონომიკის, განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივას. ცალკეული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები