ზელენსკიმ ევროკავშირთან ერთიანი როუმინგული სივრცის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროკავშირის ერთიანი როუმინგული სივრცის შესახებ კანონპროექტი უკრაინის პარლამენტში 2023 წლის ნოემბერში შევიდა, მაისში კი მეორე მოსმენით მიიღეს.

ამასთან, კანონი ითვალისწინებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დროებით მოქმედი პროცედურის ნორმირებას, კერძოდ, შეიცავს უკრაინისა და ევროკავშირის საერთო როუმინგული სივრცის განმარტებას და სხვა დაკავშირებულ ცნებებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ევროკავშირმა დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება ევროკავშირის მობილური როუმინგის უკრაინაში გაფართოების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები