ლიეტუვის სეიმის სპიკერი უკრაინაში ჩავიდა
ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში, რათა დავადასტურო ლიეტუვის სეიმის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის გამარჯვებისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიმართ“, – წერს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, ლიეტუვის პარლამენტის სპიკერს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი, ელენა კონდრატიუკი დახვდა.