“ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა” – გურამ კაშია

„ვიცი, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ის შემოსავალი, რაც ჰქონდა, მთლიანად დახარჯა ფრენის ბილეთებში და თამაშს რომ დასწრებოდნენ. ასეთი გარემოა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან უყვარს ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთი”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ და როგორ წარვადგენთ საკუთარ თავს ამ ტურნირზე. ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა კაშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები