უკრაინელებმა რუსების გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, წუხელ რუსებმა უკრაინას Shahed-131/136 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს – უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს.

„უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების საბრძოლო მუშაობის შედეგად, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ყველა Shahed-ი ჩამოაგდეს“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები