“მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოწყობილია გარემო, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დაესწროს მატჩს” – ირაკლი გვილავა
“მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, იგივე ლოკომოტივზე, მოწყობილია გარემო, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მოვიდეს, თვალი ადევნოს მატჩს”, – ამის შესახებ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ ისაუბრა.
“არის შესაბამისი, ძალიან კარგი გარემო, მაღალი ხარისხის ეკრანები. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის.
ველოდებით ყველას, აქ დასწრება არის უფასო”, – აღნიშნა გვილავამ.