გიორგი ამილახვარი: მასწავლებლების 70%-ს 500-დან 800-ლარამდე ხელფასი ეზრდება – საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება

მასწავლებლების 70%-ს 500-დან 800-ლარამდე ხელფასი ეზრდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასების არ მოემატება.

„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ჩვენს ღირსეულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზრდება. დღეს საჯარო სკოლებში 52 ათასი სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს და აქედან, 37 ათასს ადამიანს ხელფასი ეზრდება 500-დან 800-ლარამდე.

საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება. იმ დარჩენილ 30%-ში დაახლოებით 25% ეზრდება 300-იდან 400-ლარამდე, ხოლო ის 5%, ვინც რჩება, მათაც კი მინიმუმ 200 ლარით გაეზრდებათ ხელფასი.

სტატუსების მიუხედავად, მსგავსი მასშტაბის მატებას ვიღებთ სისტემაში, სადაც პრაქტიკულად ყველას ეზრდება ხელფასი – 70%-ს ძალიან დიდი რაოდენობით, 500-დან 800-ლარამდე, 30%-ს 300-დან 400 ლარამდე, ხოლო 5%-ს მინიმუმ 200 ლარამდე“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები