“პრემიერის ინიციატივით, შესრულდება 35-მდე ჩარტერული რეისი, რომელიც სრულიად მოემსახურება ჩვენს ქართველ ქომაგებს” – ქვრივიშვილი

“საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, შესრულდება 35-მდე ჩარტერული რეისი, რომელიც სრულიად მოემსახურება ჩვენს ქართველ ქომაგებს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.

“ისინი სუბსიდირებული ტარიფით შეძლებენ, უგულშემატკივრონ ჩვენს ნაკრებს გერმანიაში.

როგორც მოგეხსენებათ, ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება გახლავთ 195 ევრო, შესაბამისად, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავად განსაზღვრონ გაფრენისა და ჩამოფრენის თარიღები იმისთვის, რომ დაესწრონ ერთ, ორ ან სამივე თამაშს.

გაყიდვების პროცესი ძალიან წარმატებულად ჩატარდა. 5 261 ბილეთზე მეტია რეალიზებული. გუშინდელი დღიდან, ყველა რეისი, ფაქტობრივად, სრულიად სავსე გაფრინდა გერმანიაში”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები