ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთში კანოესა და კაიაკში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი ზაზა ნადირაძემ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის  სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 38.898 წამში დაფარა და ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.

ევროპის ჩემპიონი პოლონელი სპორტსმენი, ვიცე-ჩემპიონი კი ესპანელი ნიჩბოსანი გახდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები