ნიკოლოზ მჟავანაძე: “ნაციონალები“ ციხეებში არეულობის პროვოცირებას გეგმავენ

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ფიქრობს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ და მათ მიერ მართულ მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და მათთან კავშირში მყოფ სხვადასხვა ჯგუფებს სურთ საზოგადოებაში შექმნან იმის განცდა, რომ ქვეყანა დანაშაულებების ჭაობში და კრიმინალების გავლენის ქვეშ იხრჩობა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს რევანშის აღება და ციხის თემით გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას სურს ციხითვე დაამთავროს ეს ხელისუფლება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიდის მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შიმშილობის დაწყების, პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენების და პროტესტის სხვადასხვა ფორმის გამოსავლენად. შიმშილობის დაწყებას აპირებენ მე-17 და მე-7 საპყრობილეში, მითითებები ეძლევათ პატიმრებს, დაიწყონ პროტესტი და წამოაყენონ მოთხოვნები ადმინისტრაციის წინააღმდეგ და მოითხოვონ მათი შეცვლა. სამწუხაროდ, პატიმრების თემის გამოყენებას ფინანსური დაინტერესებით სხვადასხვა ჯგუფებიც გეგმავენ. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილს, უგულავას და ახალაიას ძალიან გაუჭირდათ ციხეში და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მითითებებით თანამებრძოლებზე ციხეში როგორმე სიტუაცია არიონ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაატაროს შესაბამისი ზომები, რათა არ მოხდეს „ნაციონალების“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ მიერ დაგეგმილი პროვოკაციების სისრულეში მოყვანა,“ – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები