ელისო ბოლქვაძე – ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: ეს არის მართლაც ისტორიული მოვლენა და ერთ-ერთი უნიკალური საჩუქარი, რაც მან თავის ქვეყანას გაუკეთა

ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა. ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედება ყველასთვის ცნობილია და ეს არის ერთ-ერთი უნიკალური საჩუქარი, რაც მან გაუკეთა თავის ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენასა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ჩამოვა ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ასევე გაცოცხლდება საქართველოს ისტორია, რომელსაც გაეცნობა მომავალი თაობა და ეს არის, რა თქმა უნდა, ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული ფაქტი“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები