გია ვოლსკი: შეიძლება, ჩვენ მოვძებნოთ საერთო ენა იგივე აშშ-თან ინტენსიური ურთიერთობებისთვის – ეს ურთიერთობები უნდა დალაგდეს
შეიძლება, ჩვენ მოვძებნოთ საერთო ენა იგივე აშშ-თან ინტენსიური ურთიერთობებისთვის – ნუ დავივიწყებთ, ეს არ არის საბოლოო, წერტილი არ დასმულა. არ შეიძლება, არ ვიფიქროთ – ეს ურთიერთობები უნდა დაალაგო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„არსებულ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს გინდ პოლიტიკაში, გინდ ეკონომიკურ საკითხებში, შეიძლება, ჩვენ მოვძებნოთ საერთო ენა იგივე აშშ-თან ინტენსიური ურთიერთობებისთვის – ნუ დავივიწყებთ, ეს არ არის საბოლოო. წერტილი არ დასმულა. არ შეიძლება, არ ვიფიქროთ – ეს ურთიერთობები უნდა დაალაგო, იმიტომ რომ იქ ინტერესებია. ევროპის ინტერესია ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობების განვითარება. აღარ ვლაპარაკობ იქ აზერბაიჯანზე და რუსეთის ალტერნატიული დერეფნის შექმნაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.