“მეცნიერების დარგი უმნიშვნელოვანესია, რადგან მეცნიერულ მიღწევებზეა ორიენტირებული ყველა ცვლილება და რეფორმა” – მიქანაძე

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეს საზოგადოებამ მოისმინა კონკრეტული შედეგები იმ საქმიანობისა, რომელიც გიორგი ამილახვარმა თავის გუნდთან ერთად განახორციელა”, – ასე შეაფასა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გამოსვლა პარლამენტში, ე.წ. მინისტრის საათის ფორმატში.

როგორც გივი მიქანაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა, ეს არის ხელშესახები, კონკრეტული შედეგები, რომლებიც ორიენტირებულია განათლების სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.

“აქ საუბარი ეხება, დაწყებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან და მათი ფუნქციონირებიდან, დამთავრებული მეცნიერების დარგით, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერულ მიღწევებზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით, 21-ე საუკუნეში ყველა ცვლილება და რეფორმა.

მაგრამ ეს ყველაფერი თავის ქრონოლოგიურ მიმდინარეობას საჭიროებს და ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა სექტორში გვაქვს კონკრეტული შედეგები; გვაქვს განსაზღვრული მიმართულებები, და მათ მიმართ სამინისტროს აქვს ძალიან სწორი ხედვა”, – აღნიშნა მიქანაძემ.

განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს პარლამენტში ამ წუთებშიც უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები