გერმანიის თავდაცვის მინისტრი: გერმანია უკრაინას Patriot-ების საკუთარი მარაგის მეოთხედს გადასცემს

გერმანია უკრაინას Patriot-ის მესამე სისტემის გადაცემით, რომელსაც ქვეყანა უახლოეს მომავალში მიიღებს, ამ იარაღის საკუთარი მარაგის მეოთხედს გადასცემს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ეს არის ჩვენი საკუთარი რეზერვების მეოთხედი, მეტის გადაცემის შესაძლებლობა არ არსებობს“, – არ აღნიშნა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, უკრაინას, ცოტა ხნის წინ, 32 ასეთი რაკეტა გადაეცა, კიდევ 68-ის მიწოდება კი უახლოეს დღეებსა და კვირებში იგეგმება.

„ამ რაკეტების შეძენა განხორციელდა გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ნიდერლანდების ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორები Patriot-ის წარმოების გაზრდის ყველა შესაძლებლობის შესწავლას აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები