მაჭარაშვილი – სანიკიძეზე: მუქარები და ფეხების ბაკუნი ემსახურება ერთადერთ რამეს – რომ იქნებ სიაში ჩაწეროს ვინმემ

“არ არსებობს ადამიანი, რომ გუბაზ სანიკიძეს შეეშინებინოს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“ეს მუქარები და ფეხების ბაკუნი ემსახურება ერთადერთ რამეს – რომ იქნებ სიაში ჩაწეროს ვინმემ, ან “ნაციონალურმა მოძრაობამ” ან ვინმემ. არავის ეშინია მისი.

მიუხედავად იმისა, რომ ის სიტყვები, რაც მან თქვა, არის ანტისახელმწიფოებრივი, კრიმინალური, გუბაზ სანიკიძისგან ეს არის, მინიმუმ, ღიმილის მომგვრელი. რატომ? იმიტომ, რომ მისი რესურსი არ არსებობს”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები