თეონა აქუბარდია – გუბაზ სანიკიძეს განცხადებაზე: ასეთი კოლექტიური საუბარი მახსენებს იმ წარსულს, რომელიც ნამდვილად არ მინდა მომავალში
ასეთი კოლექტიური საუბარი მახსენებს იმ წარსულს, რომელიც ნამდვილად არ მინდა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პოლიციელების შესახებ გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„განურჩევლად, ამ შემთხვევაში, ასე კოლექტიური საუბარი მე მახსენებს იმ წარსულს, რომელიც ნამდვილად არ მინდა, რომ მომავალში იყოს. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში იმ ძალადობის ფაქტებზე იქნება რეაგირება, რასაც პოლიციელები გამოძიების დამტკიცების შემთხვევაში, კანონის წინაშე მიიღებენ ამ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.