“ზურაბიშვილი აირჩიეს, რათა ყოფილიყო გამაერთიანებელი პოლიტიკოსი; საბოლოოდ, ის არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი” – თალაკვაძე
“პრეზიდენტი ვეტოს ადებს და ხელს არ აწერს ქვეყნისთვის საჭირო კანონებს, არ ნიშნავს ელჩს, არ აჯილდოებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პოლიტიკური მოსაზრებების გამო და თავის თავს აცხადებს რადიკალური ოპოზიციური ფრონტის ხელმძღვანელად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
თალაკვაძის თქმით, ამის საფუძველზე, დასკვნის გამოტანა მარტივია.
“რისთვისაც აირჩიეს ქალბატონი ზურაბიშვილი მოქალაქეებმა, რომ ყოფილიყო გამაერთიანებელი პოლიტიკოსი, ყველას პრეზიდენტი და საქართველოს ინტერესების წარმდგენი, საბოლოოდ, არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. ყოველ შემთხვევაში, თვითონ უკვე დაასახელა თავი ამ პოზიციაში.
აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილებებიც უკვე ამ განზომილებაში უნდა მივიღოთ და განვიხილოთ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.