ალექსანდრე რაქვიაშვილი – გუბაზ სანიკიძეს განცხადებაზე: იმდენად არასერიოზულია, იმდენად დამაზიანებელია და ახსნადი არ არის, რომ მე თვითონ გაოგნებული ვარ

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ გუბაზ სანიკიძის განცხადება იმდენად არასერიოზული და დამაზიანებელია, რომ თავადაც გაოგნებულია.

„ვინ ხარ, რომ ემუქრები? საიდან დაადგინე ბრალეულობა? ზოგადად, შენ თვითონ ამბობ, რომ სასამართლო რეფორმა გჭირდება და პოლიტიკოსები სასამართლოს ფუნქციას თავის თავზე არ უნდა იღებდნენ და შენ უკვე გამოუტანე განაჩენი ათასობით ადამიანს? ტელევიზიით? ეს იმდენად არასერიოზულია, იმდენად დამაზიანებელია და ახსნადი არ არის, რომ მე თვითონ გაოგნებული ვარ ასეთი განცხადებით“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: “პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები