არჩილ თალაკვაძე – ხაზარაძე-ჯაფარიძის და ჰოლანდიელი ბიზნესმენის დავაზე: როგორი ინვესტორიც არის მამუკა ხაზარაძე, ვიცით ყველამ და იცის საზოგადოებამ
როგორი ინვესტორიც არის მამუკა ხაზარაძე, ვიცით ყველამ და იცის საზოგადოებამ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„როგორი ინვესტორიც არის მამუკა ხაზარაძე, ვიცით ყველამ და იცის საზოგადოებამ. რაც შეეხება ამ [ჰოლანდიელი ინვესტორის] კონკრეტულ საქმეს, ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ წინასწარ. მერე ისევ ეს ოპოზიცია გამოვა და იტყვის, რომ მართლმსაჯულებაში ჩაერივნენო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ჰოლანდიელი ინვესტორი ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს – ეროვნულმა ბანკმა საქმეში დარღვევა უკვე დაადგინა.