“თითოეულ მეხანძრე-მაშველს გილოცავთ პროფესიულ დღეს; პატივს ვცემთ თქვენს სიმამაცეს და ერთგულებას სამშობლოს მიმართ” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეხანძრე მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

“თითოეულ მეხანძრე-მაშველს გილოცავთ პროფესიულ დღეს!

პატივს ვცემთ თქვენს სიმამაცეს, თავდადებას და ერთგულებას სამშობლოს მიმართ.

გმადლობთ დაუღალავი შრომისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები