“მორალურ პოლიციას ჩვენ არ ვქმნით, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ შორს ვართ ამისგან” – ბექა ოდიშარია
“ოპოზიცია, რომელიც ასე აზვირთებული გამოდის არ კანონპროექტის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, არის დაკავშირებული ამ [ლგბტ] პროპაგანდასთან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.
“ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ამიტომ, ჩვენ წინ აღვუდგებით ამას. მორალურ პოლიციას ჩვენ არ ვქმნით. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ შორს ვართ ამისგან. სამაგიეროდ, ძალიან ახლოს და მჭიდროდ ვართ ხელჩაკიდებული ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტთან. ამის გარანტია იქნება “ქართული ოცნება”, – აღნიშნა ოდიშარიამ.