“შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს ძალთა გადანაწილებაში ევროპარლამენტში” – მაკა ბოჭორიშვილი
“მემარჯვენე ძალებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, თუნდაც ლიბერალურ ჯგუფთან მიმართებით და შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს ძალთა გადანაწილებაში ევროპარლამენტში”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
“ამან შესაძლოა, ძირითად პოლიტიკაზე გავლენა ვერ მოახდინოს, მნიშვნელოვანწილად; თუმცა საყურადღებო მოვლენები ვითარდება თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებმა გარკვეულწილად უკვე სათქმელი თქვა და გამოიწვია მთელი რიგი მოვლენები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში”, – განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.