„ყველა ფეხბურთელი ელოდება, როდის დაიწყება შეხვედრა; მაგ დროს გავიაზრებთ ალბათ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ” – ბუდუ ზივზივაძე

TBILISI, GEORGIA - MARCH 21: Budu Zivzivadze of Georgia celebrates scoring his team's second goal during the UEFA EURO 2024 Play-Offs semifinal match between Georgia and Luxembourg at Boris Paichadze National Stadium on March 21, 2024 in Tbilisi, Georgia. (Photo by Levan Verdzeuli - UEFA/UEFA via Getty Images)

„ყველა ფეხბურთელი მოუთმენლად ელოდება მომენტს, როდის დაიწყება შეხვედრა და ჩასტვენს მსაჯი. მაგ დროს გავიაზრებთ ალბათ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ და თუ სად ვთამაშობთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ “იმედის კვირასთან” ისაუბრა.

“განსაკუთრებული და სასიამოვნოა ნაკრებში იმიტომ, რომ ბიჭებს ყველას ერთმანეთთან, ერთად ყოფნა გვიხარია. მზადების პროცესს რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ნაყოფიერად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ვამუშავებთ ახალ-ახალ ტაქტიკებს, ასე რომ ვთქვათ. ვმუშაობთ სისუსტეებზე. ახლა ცხრაში ამხანაგური გვაქვს და ეგ კიდევ უფრო დაგვაახლოებს სასურველ ფორმას, ძალიან დაგვეხმარება, კიდევ უფრო დავინახავთ, რა გვაქვს მოსამატებელი“, – აღნიშნა ბუდუ ზივზივაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები