ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
ინფორმაციისთვის, ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება.