“როდესაც ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის საჯარო განხილვები გვქონდა რეგიონებში, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილიც კი მხარს უჭერს ამ ინიციატივას” – იონათამიშვილი
“სულ ახლახან, როდესაც ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის საჯარო საკონსტიტუციო განხილვები გვქონდა რეგიონებში, აღმოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიციის და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილიც კი მხარს უჭერს ამ ინიციატივას”, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამაზე საუბარს რადიკალური ოპოზიცია გაურბის.
“შესაბამისად, საკუთარ მხარდამჭერებსაც კი გაურბის და მათ ინტერესებსაც კი ღალატობს მაშინ, როდესაც ბუჩქებში იმალება და არ უნდა ამ საკითხებზე საუბარი”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.