“კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები” – ივანე ჩხაიძე

“ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

“ამ არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წლის განმავლობაში გვქონდა. გაცილებით უფრო მეტია… შემთხვევების მატება სახეზე გვაქვს და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია რომც არ გაგრძელდეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყივანახველის შემთხვევები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო”, – აღნიშნა ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები