გაეროს წარმომადგენელი უკრაინის მშვიდობის სამიტს დაესწრება
გაეროს წარმომადგენელი უკრაინის მშვიდობის სამიტს დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ფარჰან ჰაკი ავრცელებს.
„ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას სამიტში. როდესაც ღონისძიების თარიღი მოახლოვდება, გაცნობოთ, ვინ იქნება იქ წარმოდგენილი”, – განაცხადა ჰაკმა.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, ორგანიზაციის რომელი წარმომადგენელი წავა სამიტზე.
ინფორმაციისთვის, შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს გაიმართება. სამიტში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.