“ომისკენ ვერ წავა სახელმწიფო, სანამ არ მოვა თავქარიანი ხელისუფლება” – ვოლსკი

“ომისკენ ვერ წავა სახელმწიფო, სანამ არ მოვა თავქარიანი ხელისუფლება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“თავქარიანი ძალიან მსუბუქი ნათქვამია, მავნებელი – რომელიც იყო ხელისუფლებაში. ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებზე აღარ ვსაუბრობ, ფაშისტური რეჟიმი იყო. რეალურად, რუსეთის რესურსის ნაწილის გადმოქაჩვა კავკასიისკენ, საქართველოსკენ არის ჩვეულებრივი დღის წესრიგი. უკვე აღარც მალავენ, ისე ლაპარაკობენ. თუნდაც ეკონომიკური ბრძოლის გამოცხადება პატარა საქართველოსთვის მაშინ, როდესაც, თუნდაც, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს უშველებელი საქონელბრუნვა აქვთ რუსეთთან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები