ბექა ოდიშარია: ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს
“ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო. არ მოსულა. ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, ვინ დაიწყო “ფეისბუქში” აქტიური კამპანია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„ილია ჭავჭავაძის ტყვია წიწამურში არ ჩამოსხმულა. ილია ჭავჭავაძის ტყვია ჩამოისხა “სოციალურ დემოკრატიული პარტიის” იმ ორ გაზეთში, რომელიც მაშინ მოღვაწეობდა და რომელიც აქტიურად ავრცელებდა ყალბ ინფორმაცია ილია ჭავჭავაძეზე. ხომ არ გეცნობათ დღევანდელი სიტუაცია? ილია ჭავჭავაძე არ მოუკლავს ბერბიჭაშვილს, ილია ჭავჭავაძე მოკლეს ასეთმა ადამიანებმა. ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო. არ მოსულა. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, ჩემთვის სულისშემძვრელია. ასეთი ქმედება უნდა იყოს დასჯადი. რა თქმა უნდა, სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი და არც ყოფილა უკანასკნელი 12-13 წელიწადია. ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, ვინ დაიწყო “ფეისბუქში” აქტიური კამპანია,” – განაცხადა ოდიშარიამ.