“დღემდე არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, დონორი, რომელიც იტყოდა, რომ მზად არის, ნებაყოფლობით იკისროს ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება” – პაპუაშვილი
“დღემდე არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, უცხო დონორი, უცხოეთიდან დაფინანსებული არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად არის, ნებაყოფლობით იკისროს ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს, რომ სინამდვილეში პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარული ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა.
“ამ აპოკალიფსურ სურათს გვიხატავდნენ იმ ფონზე, როდესაც გამჭვირვალობის კანონი ერთადერთ მარტივ ვალდებულებას ადგენს, რომ ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ საკუთარი ფინანსები”, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.