ორთოპედიული მაღაზიათა ქსელი “ახალი ხედვა”
ორთოპედიული მაღაზია “ახალი ხედვა” სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე ნივთებს აერთიანებს. ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური მიმართულებით მომხმარებლებს კომპანია სამედიცინო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ორთოპედიულ მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, გერმანული, ფრანგული, იტალიური და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასად არის ხელმისაწვდომი. მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Anita-ს, FDI France-ის, Bauerfeind-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციაა ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე, კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებს შეხვდებით თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. დეტალურად ასევე პროდუქციის დათვალიერების შესაძლებლობა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე akhalikhedva.ge არის შესაძლებელი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- წელის კორსეტები და ქამრები
ეს პროდუქტები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვის შესამსუბუქებლად. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. ორსულობის ქამარი კი ფეხმძიმობისას მუცლის დაწევას უშლის ხელს და ამ მნიშვნელოვან პერიოდში წელის დაფიქსირებაში დაგეხმარებათ.
- სუპინატორები
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სთავაზობს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს, რომლებიც ბრტყელტერფიანობისა და ფეხის სხვა პათოლოგიების დროს გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის კლინიკაში ხდება ტერფის სრული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც. ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე სუპინატორები თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.
- კომპრესიული ტრიკოტაჟი
სამედიცინო მაღაზიებში “ახალ ხედვას” Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის კომპრესიული ტრიკოტაჟი აქვს წარმოდგენილი. ეს პროდუქტი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფეხებში კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. ანტივარიკოზული გეტრები ასევე ვარიკოზის დროს შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. კომპრესიული წინდები ასევე გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
ქართულ ბაზარზე სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვა “ 2012 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს.